ანდრეაცოლი: "მჭედლიძე ჩვენი მომავლის იმედია"

1-10-2018, 08:58

"მილანთან" მოპოვებული ქულის (1:1) შემდეგ აურელიო ანდრეაცოლიმ ლევან მჭედლიძეზე ისაუბრა. "ემპოლის" მთვარმა მწვრთნელმა ყურადღება გუნდისთვის ქართველი ფორვარდის მნიშნელობაზე გაამახვილა და მის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა:

"ლევანზე დიდ იმედებს ვამყარებთ და მოთმინებით ველოდით მოედანს მის დაბრუნებას. ახლა მას მეტი სათამაშო დრო და თავდაჯერებულობა სჭირდება, რათა დაიჯეროს, რომ გუნდში მნიშნელოვანი როლის შესრულება შეუძლია".

"ამ ყველაფერში ლევანს "მილანთან" მოპოვებული პენალტიც დაეხმარება. ის ჩვენმა ტიფოზებმაც კარგად მიიღეს", - ამბობს ანდრეაცოლი.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების 28 წლის თავდამსხმელმა სერია A-ს მე-6 ტურის საშინაო შეხვედრაში "მილანთან" შეცვლაზე ითამაშა და გუნდს მნიშნელოვანი ქულის მოპოვებაში დაეხმარა. ერთადერთი გოლი "ემპოლიმ" სწორედ მჭედლიძის მიერ მოპოვებული პენალტით გაიტანა.

ტრავმამდე ბოლო ოფიციალური მატჩი ლევანმა თითქმის წლინახევრის წინ, 2017 წლის 24 აპრილს ჩაატარა, ისიც "მილანის" წინააღმდეგ და თან გოლიც გაიტანა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით