გატუზოს ადგილი შეუნარჩუნდა

1-10-2018, 10:31

იტალიის სერია ა-ს მე-7 ტურში "მილანმა" "სასუოლო" სტუმრად, 4:1 გაანადგურა და სეზონში მეორე გამარჯვება იზეიმა. ამის  შემდეგ იტალიური კლუბის ხელმძღვანელები დროებით დაცხრებიან და ჯენარო გატუზოს გაშვებაზეც აღარ ისაუბრებენ.

ფაქტია, რომ ტრავმირებული იგუაინის და ბორინის გარეშე "მილანმა" კარგი მატჩი ჩაატარა და დამსახურებული სამი ქულაც მოიპოვა.

გატუზოს გუნდმა პირველი ნახევარი კესიეს გოლით მოიგო. "როსონერიმ" მეორე ტაიმის დასაწყისში კიდევ ორი გოლი გაიტანა და მატჩის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ სამუ კასტილიეხომ "მილანის" მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა. "როსონერიმ" 4:1 იმარჯვა და მომდევნო ტურის მატჩს "კიევოსთან" გამართავს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით