კოვაჩი: "ჩემი გუნდით კმაყოფილი ვარ"

1-10-2018, 14:34

პარასკევს, მიუნხენის "ბაიერნი" ბუნდესლიგაში ბერლინის "ჰერტასთან" 0:2 დამარცხდა, რითაც ლიდერობა დაკარგა. ეს იყო მათი პირველი მარცხი მიმდინარე სეზონში, რაც მართალია, ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ, როგორც წესი, ბავარიულ გრანდში ნებისმიერ მარცხს რთულად ეგუებიან.

აღნიშნული მარცხის შესახებ კლუბის მთავარმა  მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩიმ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს ჯერ არაფერს ნიშნავს.

“აიაქსთან ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველოდება, რომლის მოგება შვებას მოგვანიჭებს და მომდევნო მატჩებს წნეხის გარეშე შევხვდებით."

 “ორი თამაში ვერ მოვიგეთ, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. შეიძლებოდა, ასეც გვეთქვა: ჩვენ 9-დან 7 მატჩი მოგებული გვაქვს. თუმცა პრობლემებს მეც ვხედავ. მაგალითად, არ მომწონს, რომ საგოლე მომენტებს ვერ ვიყენებთ. დაცვაში ცოტას, მაგრამ შეცდომებს ვუშვებთ და ამისთვის ვისჯებით. რაც მთავარია, საერთო ჯამში, ჩემი გუნდით კმაყოფილი ვარ"- განაცხადა კოვაჩმა “ბაიერიშე რუნდფუნკთან” ინტერვიუში



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
17 სექტემბერი
-
17 სექტემბერი
-
მოგებული
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით