საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

1-10-2018, 17:09

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 13 ოქტომბერს, დინამო არენაზე “ანდორას“, ხოლო 16 ოქტომბერს, სტუმრად “ლატვიას“ დაუპირისპირდება.

ვლადიმირ ვაისიმა უეფას ერთა ლიგის მესამე და მეოთხე ტურის მატჩებისთვის 26 ფეხბურთელი გამოიძახა.

აღსანიშნავია, რომ ნაკრებში ერთი დებიუტანტია -  პოლონური „არკას“ 22 წლის ქართველი ლეგიონერი ლუკა ზარანდია.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდა მოსკოვის სპარტაკის ნახევარმცველი ჯანო ანანიძე.

მეკარეები : 
გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები :
ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)

ნახევარმცველები :
ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი) გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკ-ტრნავა, სლოვაკეთი)

თავდამსხმელები
ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

საქართველოს ნაკრები საწვრთნელ პროცესს მომავალი ორშაბათიდან ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე დაიწყებს.








კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით