• 24-08-2023
    "მარსელი" "ინტერს" კორეას იჯარაზე შეუთანხმდა
    "მარსელი" "ინტერს" კორეას იჯარაზე შეუთანხმდა
    Author of the article
    Aa

    მარსელის "ოლიმპიკი" მილანის "ინტერს" ხოაკინ კორეას იჯარაზე შეუთანხმდა. აღნიშნულ ინფორმაციას RMC Sport ავრცელებს.

    "ველოდრომის" ბინადრებს შეტევის მარცხენა ფრთის გაძლიერება სურდათ და მათი პრიორიტეტული სამიზნე სწორედ არგენტინელი თავდამსხმელი გახლდათ. კორეას კორსიკაზე გადაბარგება რამდენიმე დღეში გაოფიციალურდება, რადგან მას ყველა მხარემ აუნთო მწვანე შუქი.

    იმ შემთხვევაში, თუ მარსელიონის გუნდი ჩემპიონთა ლიგის 2024/2025 წლების ჯგუფური ეტაპის საგზურს მოიპოვებს, მათ კორეას გამოსყიდვის ვალდებულება დაეკისრებათ.

    გუშინ გაჟღერდა ცნობა, რომ კორეათი "ლილიც" გახლდათ დაინტერესებული, მაგრამ "მასტიფებმა" "ოლიმპიკს" ვერ აჯობეს.

    შეგახსენებთ, რომ ხოაკინი "ინტერნაციონალეში" რომის "ლაციოდან" აღმოჩნდა. ტუკუს მილანური კარიერა წარუმატებელი გამოდგა, რადგან 41 მატჩში მან სულ 4 გოლი და 3 ასისტი მიითვალა.


    Facebook კომენტარები