დავით ხოჭოლავა: "საქართველო გავაერთიანეთ"

2-10-2018, 15:09

საქართველოს ნაკრებისა და დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელმა, დავით ხოჭოლავამ უკრაინულ მედიასთან ერთა ლიგის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ "ჯვაროსნებმა" საქართველო გააერთიანა. 

"მთელ ქვეყანას სჯერა, რომ ერთა ლიგას მოვიგებთ. დიდი ხანია მთელი ქვეყანა ეროვნული ნაკრების ირგვლივ ასე არ გაერთიანებულა. ჩვენი მიზანი მხოლოდ პირველობაა და გულშემატკივრების იმედების გამართლება გვსურს", - განუცხადა მან "Footboom"-ს.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ ვაისის შეგირდები 2 ტურის შემდეგ, 6 ქულით პირველ ადგილზე იმყოფებიან. მომავალი მატჩი კი, 13 ოქტომბერსაა დაგეგმილი, რომელშიც ანდორას დაუპირისპირდებიან. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით