სანდრო კობახიძე ოპერაციას იკეთებს

2-10-2018, 15:14

ქართველი ლეგიონერის, სანდრო კობახიძის საქმე რთულადაა. მან უკრაინის ჩემპიონატში ტრავმა მიიღო. ჩვენებურმა "ზორიას" წინააღმდეგ იასპარეზა და მძიმედ დაშავდა. 

"ექიმთან წინა კვირაში ვიყავი. სურათები გერმანიაშია გაგზავნილი. ყველა მეუბნება, რომ ოპერაცია აუცილებელია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარი შეიძლება ისევ ამოვარდეს", - განაცხადა სანდრომ. 

შეგახსენებთ, რომ მან აღნიშნულ შეხვედრაში მხარი ამოიგდო და შესაცვლელი გახდა. ჯერჯერობით ზუსტი ინფორმაცია ოპერაციის შესახებ მედიისთვის უცნობია. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით