ლოპეტეგი: "რამოსს დასვენება სჭირდება"

2-10-2018, 16:54

დღეს გაიმართება უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურის მატჩი, რომელშიც "ცსკა" მადრიდის "რეალს" უმასპინძლებს. სტუმრებს აღნიშნულ შეხვედრაში კაპიტანი, სერხიო რამოსი ვერ დაეხმარებათ.

როგორც მთავარმა მწვრთნელმა, ხულიენ ლოპეტეგმა განმარტა, ესპანელი მცველი გუნდს მოსკოვში დასვენების მიზნით არ გაჰყვა.

"ყველა მეტოქესთან მოსაგებად გავდივართ მინდორზე. ასე იქნება მომავალ შეხვედრაშიც."

"რამოსის არყოფნას რაც შეეხება, იგი ჩემი გადაწყვეტილებით დარჩა მადრიდში. ვფიქრობ, მან დასვენების დრო დაიმსახურა." - განაცხადა ლოპეტეგმა.

შეგახსენებთ, რომ 32 წლის ცენტრალურმა მცველმა მიმდინარე სეზონში ყველა შეხვედრაში 90 წუთი დაჰყო მინდორზე.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ისტორიულ აფრებამდე კოსმონავტები ქართველის თამაშს უყურებდნენ

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით