"ტოტენჰემში" საკადრო პრობლემებია

2-10-2018, 16:59

ხვალ გაიმართება უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის მატჩი, რომელშიც ლონდონის "ტოტენჰემი" კატალონიის "ბარსელონას" უმასპინძლებს. შეხვედრამდე 1 დღით ადრე, ინგლისელთა ბანაკში საკადრო პრობლემებია.

ევროპული გამოცემების ინფორმაციით, უკვე გადაწყვეტილია, რომ ხვალინდელ მატჩში "დეზებს" იან ვერტოგენი და მუსა დემბელე ვერ დაეხმარებიან. ორივე ბელგიელმა მოთამაშემ გასულ უქმეებზე "ჰადერსფილდთან" დაპირისპირებაში მიიღო დაზიანება.

გარდა ამისა, საეჭვოა რამდენად მოახერხებს "ტოტენჰემის" კიდევ სამი ფეხბურთელი ხვალ გუნდის დახმარებას. საქმე ეხებათ დელე ალის, სერჟ ორიესა და კრისტიან ერიქსენს. სამივე მოთამაშემ პრემიერლიგაში გასული ტურის მატჩი გამოტოვა.

შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში ლონდონური კლუბი მილანში დამარცხდა, შესაბამისად, ხვალინდელ შეხვედრაში წაგების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, "ტოტენჰემი" ტურნირს გამოეთიშება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

იაშვილი ვაისის კონტრაქტზე: "ორივე მხარეს სურდა, რომ.."

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით