ნეიმარი : "ჩვენ ერთნაირი საფეხბურთო ფილოსოფია გვაქვს"

2-10-2018, 19:17

"პარი სენ-ჟერმენის" ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ნეიმარმა პარიზული კლუბის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში სეზონის სტარტის შესახებ ისაუბრა.

"ისევე, როგორც სხვები, სათამაშოდ 100%-ით მზად არ ვარ. სეზონის დასაწყისია, როგორც წესი,ფეხბურთელები ამ დროს საუკეთესო ფორმაში არ ვართ, მაგრამ პიკს მალე მვაღწევთ. ყოველი თამაში, დღე და ვარჯიში უკეთესად ჩამოყალიბების საშუალებაა".

"ტუხელმა "პსჟ"-ში რაღაც ახალი შეიტანა. ის ყოველთვის თამაშის გაუმჯობესებას ცდილობს. მე და ჩვენი თავკაცი ერთმანეთს რაღაცით ვგავართ, მისი საფეხბურთო ფილოსოფია ჩემს ფილოსოფიას ჰგავს. ორივეს წარმატების მიღწევა გვსურს და ასეთი სულისკვეთებაა მთლიანად გუნდშიც".

შეგახსენებთ, რომ  "პსჟ" საფრანგეთის ჩემპიონატის 8 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს 100-პროცენტიანი შედეგით ლიდერობს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კვირკველია: "რუსეთის ნაკრებში თამაშს მთავაზობდნენ"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით