რაბიოს გადაწყვეტილებაა მტკიცეა - ის მიდის

2-10-2018, 19:53

"პარი სენ-ჟერმენის" ნახევარმცველს, ადრიენ რაბიოს, გუნდის დატოვება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი და თავისი გადაწყვეტილებს შეცვლას არაფრის სანაცვლოდ არ აპრებს.

Paris United გვამცნობს, რომ  გასულ კვირას ფეხბურთელმა პარიზელთა მხრიდან კონტრაქტის გახანგრძლივების შემოთავაზება კიდევ ერთხელ იუარა და ეს უკვე რიგით მესამე უარი მისი მხრიდან.

კლუბი რაბიოს წლიურად 7.2 მილიონ ევროს და დამატებით ბონუსებს სთავაზობდა, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ მორიგი უარი მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელის მიმართ ინტერესს არაერთ ევროპულ გრანდს აწერენ. მათ შორის, "ბარსელონას", "იუვენტუსს" და "მანჩესტერ სიტის".



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით