რატომ წააგო "რეალმა" "ცსკასთან", მიზეზი ცნობილია

3-10-2018, 00:53

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურის მატჩი, რომელშიც მოსკოვის "ცსკამ" მადრიდის "რეალს" ყველასთვის მოულოდნელად სძლია, ანგარიშით 1:0.

"სამეფო კლუბის" წარუმატებლობის მთავარი მიზეზი საკმაოდ შესუსტებული შემადგენლობა გახდათ. ხულიენ ლოპეტეგის გუნდს დღეს ერთბაშად რამდენიმე ლიდერი ვერ დაეხმარა, რამაც მეტწილად განაპირობა მარცხი.

გარდა ამისა, "თეთრებმა" გასულ შეხვედრაში არაერთი მომენტის გამოყენება ვერ მოახერხეს. ამ ყველაფერმა კი საბოლოოდ "რეალის" წაგება გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ "სამეფო კლუბი" ყველა ტურნირზე ერთად უკვე სამი მატჩია რაც ვერ ახერხებს გამარჯვების მოპოვებას. ბევრი კი ამის მთავარ მიზეზად მთავარ მწვრთნელ ხულიენ ლოპეტეგის მიიჩნევს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ისტორიულ აფრებამდე კოსმონავტები ქართველის თამაშს უყურებდნენ

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით