მოურინიომ პირადი ანტირეკორდი დაამყარა

3-10-2018, 01:07

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის მატჩი, რომელშიც მანჩესტერ "იუნაიტედმა" საკუთარ მინდორზე "ვალენსიას" ვერ სძლია - 0:0.

აღსანიშნავია, რომ ამ ვერ მოგებით "წითელი ეშმაკების" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ პირადი ანტირეკორდი დაამყარა.

კერძოდ, 55 წლის პორტუგალიელი სპეციალისტის მიერ დამოძღვრილი "იუნაიტედი" საკუთარ კედლებში უკვე ზედიზედ ოთხი შეხვედრაა ვერ იგებს. მსგავსი შედეგი კი მოურინიოს კარიერაში არასდროს ჰქონია.

"მანჩესტერმა" საკუთარ მინდორზე ჯერ პრემიერლიგაში "ტოტენჰემსა" და "ვულვზსს" ვერ სძლია, რასაც "დერბისთან" ინგლისის თასზე მარცხი მოჰყვა. დღეს კი როგორც ხედავთ, გუნდმა ვერც "ვალენსიას" აჯობა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით