ლოპეტეგი: "გვჯერა, რომ ყველაფერს გამოვასწორებთ"

3-10-2018, 01:31

მოსკოვის "ცსკასთან" განცდილი მარცხის შემდგომ მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ხულიენ ლოპეტეგიმ წარუმატებლობის მიზეზებზე ისაუბრა.

"უამრავი კარგი შანსის გამოყენება ვერ მოვახერხეთ. უდაოა, რომ დღეს გუნდს გამარჯვების მოპოვება სურდა. სამწუხაროდ, ოთხჯერ არ გაგვიმართლა და ბურთი ძელს მოხვდა."

"გვჯერა, რომ სიტუაციის გამოსწორება შეგვიძლია. 10 დღის წინ "რომასთან" შესანიშნავად ვითამაშეთ, ახლა კი სამწუხაროდ მცირე ჩავარდნა გვაქვს. თუმცა, მე ჩემი ფეხბურთელების მჯერა." - განაცხადა ლოპეტეგიმ.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალს" ზედიზედ სამმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ისტორიულ აფრებამდე კოსმონავტები ქართველის თამაშს უყურებდნენ

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით