კალაძის პასუხი ზაზა სარალიძის ბრალდებებს და მისი გმირული საქციელი სამშობლოსადმი

3-10-2018, 11:15

შვილმოკლულმა მამამ ზაზა სარალიძემ თბილისის ამჟამინდელი მერისადმი, კახა კალაძისადმი ძალიან მწვავე და კრიტიკული განცხადება გააკეთა. სარალიძის თქმით, კალაძემ საკუთარი ძმა თავადვე მოაკვლევინა.

"კალაძეს არ რცხვენია? ოთხი შვილის მამა ყოფილა, თუ თავისნაირი ნაგავი უნდა გაზარდოს ის შვილებიც? რა თქმა უნდა თავისნაირ ნაგავს გაზრდის იმ შვილებსაც. მაგრამ კალაძეს რა უნდა ველაპარაკო, საკუთარი ძმა მოაკვლევინა და მეტი რაღა უნდა ველაპარაკო მაგას",-განაცხადა სარალიძემ.

აღნიშნულ კომენტარს თავად კახა კალაძე ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გამოეხმაურა და დასძინა, რომ იგი როგორც თავისი ძმის, ასევე სარალიძის გარდაცვლილი შვილის ხსოვნას პატივს ცემს და ამ თემაზე საუბარი არ სურს.

შეგახსენებთ, რომ კახა კალაძის ძმა ლევან კალაძე 2001 წელს გაიტაცეს, ხოლო შემდეგ მოკლეს. ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი საკითხი დღემდე ბურუსითაა მოცული.

რაც შეეხება თავად კახას, როდესაც ძმის გარდაცვალება გაიგო, ეროვნული ნაკრების მატჩისთვის ემზადებოდა. ძმამოკლული კაპიტანი, განმარტოებულად რამდენიმე წუთის განმავლობაში გლოვობდა თავის ძმას, შემდგომ კი ძალები მოიკრიბა და მოედანზე საქართველოს ნაკრების ღირსება დაიცვა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით