მიულერი: "ასე თამაში არ შეიძლება"

3-10-2018, 11:19

მიუნხენის "ბაიერნის“ შემტევის, ტომას მიულერის თქმით, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში ამსტერდამის "აიაქსის“ წინააღმდეგ (1:1), მისმა გუნდმა ბევრი შეცდომა დაუშვა.

"ძალიან კარგად დავიწყეთ და პირველი 15 წუთი ჩინებულად ვთამაშობდით, მაგრამ შემდეგ მოწინააღმდეგეს საკუთარი თამაშით თამაშის უფლება მივეცით".

"ყველამ დაინახა, რომ მოგება ძალან გვინდოდა, თუმცა, სამწუხაროდ, ზედმეტად ვჩქარობდით. თანაც მეტოქის მოედანზე ბურთს ხშირად ვკარგავდით. ასე თამაში არ შეიძლება".

"ვერ ვიტყოდი, რომ ცუდად ვითამაშეთ. განწყობა მაინც პოზიტიურია. “ - განაცხადა მიულერმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით