იბრაჰიმოვიჩს "მილანში" ელიან

3-10-2018, 14:08

როგორც, Football Italia იუწყება, შესაძლოა ეროვნებით შვედი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი იტალიაში დაბრუნდეს.

წყაროს ცნობით, "მილანს" სურს იბრაჰიმოვიჩის კლუბში დაბრუნება და  ცნობილია, რომ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ იბრას შეთავაზება უკვე გაუკეთა.

როგორც ირკვევა, „იბრას“ მისმა აგენტმა მინო რაიოლამ შესთავაზა, რომ „როსონერის“ კანდიდატურა განიხილოს.

მოგეხსენებათ, ამჟამად ზლატანი ამერიკაში, ლოს ანჯელეს "გალქსიში" თამაშობს და უკვე 20 გოლი აქვს გატანილი. ზლატანი ამჟამად ტრავმას იშუშებს და იწერება, რომ იგი მოედანს დაახლოებით ოქტომბრის თვეში დაუბრუნდება.

იბრაჰიმოვიჩი „მილანის“ რიგებში 2010 წელს „ბარსელონადან“ გადავიდა და „სან სიროზე“ 2012 წლამდე ითამაშა. ამ დროის მანძილზე მან 56 გოლი გაიტანა და გუნდთან ერთად სკუდეტო მოიგო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კვირკველია: "რუსეთის ნაკრებში თამაშს მთავაზობდნენ"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით