კლოპი: "ანჩელოტი ეშმაკი მელაა"

3-10-2018, 16:26

ჩემპიონთა ლიგაზე მეორე ტურის მატჩები დღეს, განახლდება. "ლივერპული" კი, "ნაპოლის" დაუპირისპირდება, რომლის მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა კომენტარი გააკეთა. 

"კარლო ანჩელოტი მომწონს. დიდ პატივს ვცემ მას. ის მსოფლიო დონის სპეციალისტია. როგორც გერმანიაში ვამბობთ, ეშმაკი მელაა. კარგ ფორმაში ვართ. ეს უნდა გამოვიყენოთ და მაყურებელს ლამაზი თამაში ვაჩუქოთ", - განაცხადა გერმანელმა. 

შეგახსენებთ, რომ მერსისაიდულმა გრანდმა პირველ ტურში "პსჟ" მძიმე ბრძოლაში დაამარცხა, ხოლო "ნაპოლიმ" "ცრვენა ზვეზდას" ვერ მოუგო. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით