ნეიმარი და ტუხელი ერთმანეთის ქებაში არიან

3-10-2018, 16:37

"პსჟ"-ს მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა ნეიმარ ჟუნიორი შეაქო და გუნდის ლიდერად მოიხსენია. როგორც იცით, ბრაზილიელი ტალანტი "პარკ დე ფრანსზე" დიდი პრივილეგიებით სარგებლოს და გერმანელი სპეციალისტის დანიშვნის შემდეგ, მედია ხშირად ინტერესდებოდა მათი ურთიერთობებით. 

"ნეიმარმა უმძიმესი ტრავმა გადაიტანა და ჯერ 100 პროცენტით მზად არ არის, მაგრამ ბევრიც არაფერი აკლია. ის ჩვენი გუნდის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. ნეის თამაშით და ვარჯიშით ძალიან კმაყოფილი ვარ", - განაცხადა თომასმა. 

თავის მხრივ სამხრეთ ამერიკელმა შემტევმა პრესის წარმომადგენლებს აუწყა, რომ ტუხელი იდეალური მწვრთნელია და მასთან მუშაობით ფეხბურთელები ვითარდებიან. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კვირკველია: "რუსეთის ნაკრებში თამაშს მთავაზობდნენ"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით