• 24-08-2023
    მე-7 ტრავმა ბოლო 2 წელში - პედრის ტრავმიანობა სახეზეა
    მე-7 ტრავმა ბოლო 2 წელში - პედრის ტრავმიანობა სახეზეა
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, პედრი გონსალესმა ბარძაყზე ტრავმა მიიღო და "ბარსელონას" რამდენიმე კვირით გამოაკლდა.

    "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ვარსკვლავისთვის ეს უკვე 2021-2023 წლებში მიღებული მე-7 ტრავმაა. საერთო ჯამში, ესპანელ ნახევარმცველს 307 დღე გაუცდა.

    ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა 18 წლის პედრიმ ჯერ 2020/2021 წლების სეზონში ითამაშა "ბარსას" მატჩების უმრავლესობა, მერე ევროპის ჩემპიონატზე გამოვიდა (სადაც ესპანეთმა ნახევარფინალს უწია), ამას კი ტოკიოს ოლიმპიადაც დააყოლა (სადაც ესპანეთი ფინალში დამარცხდა).

    იმ სეზონში გონსალესმა 75 მატჩში მიიღო მონაწილეობა. როგორც აღმოჩნდა, გონსალესის სხეული ზედმეტად დაიტვირთა და ეს მას დღემდე აყენებს ზიანს.

    Facebook კომენტარები