ჯენარო გატუზო: "იგუაინს შეუძლია, ისეთივე მომაკვდინებელი იყოს, როგორიც იბრაა"

3-10-2018, 20:30

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ გონსალო იგუაინს შეუძლია იბრაჰიმოვიჩივით მკვლელი გახდეს. 

"იგუაინს შეუძლია, ისეთივე მომაკვდინებელი იყოს, როგორიც იბრაა. ის უფრო ნაკლებად ძლიერია ფიზიკურად, მაგრამ, ოსტატობის მხრივ, ბევრის მოცემა შეუძლია", - განაცხადა რინომ. 

შეგახსენებთ, რომ "როსონერი" შვედი შემტევის დაბრუნებით ინტერესდება. ზლატანი ამჟამად ამერიკაში ასპარეზობს და გოლი გოლზე გააქვს. მან 22 თამაშში 20 გოლი გაიტანა. 





კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კვირკველია: "რუსეთის ნაკრებში თამაშს მთავაზობდნენ"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით