ტრაგიკული შემთხვევა ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლისა" და "ლივერპულის" მატჩში

4-10-2018, 01:00

დღეს გაიმართა უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურის მატჩი, რომელშიც "ნაპოლიმ" მერსისაიდულ "ლივერპულს" სძლია, ანგარიშით 1:0.

გარდა დამარცხებისა, ინგლისელებისთვის ხსენებულ შეხვედრაში კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტი დაფიქსირდა. კერძოდ, "წითლების" ნახევარმცველმა, ნაბი კეიტამ მძიმე ტრავმა მიიღო.

23 წლის ფეხბურთელმა შეხვედრის დასაწყისშივე დაზიანება მიიღო, რის გამოც მას მე-18 წუთზე მოუწია მინდვრის დატოვება.

ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ კეიტა "ლივერპულს" პრემიერლიგის მომავალ ტურში ვერ დაეხმარება, სადაც გუნდი მანჩესტერ "სიტის" დაუპირისპირდება. მისი დაბრუნების სავარაუდო დრო გამოკვლევის შემდგომ დადგინდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით