ლამელამ მე-8000 გაიტანა

4-10-2018, 01:05

დღეს გაიმართა უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურის მატჩი, რომელშიც ლონდონის "ტოტენჰემმა" კატალონიის "ბარსელონას" უმასპინძლა და ანგარიშით 2:4 დამარცხდა.

ზემოხსენებულ შეხვედრაში ერთი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. კერძოდ, "დეზების" არგენტინელმა ნახევარმცველმა, ერიკ ლამელამ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მე-8000 გოლის გატანა მოახერხა.

26 წლის ნახევარმცველმა თამაშის 66-ე წუთზე ზუსტი დარტყმით შეძლო ტერ შტეგენის კარის დალაშქვრა და ევროტურნირის ისტორიაშიც შევიდა.

შეგახსენებთ, რომ ორი ტურის შემდგომ "ტოტენჰემს" ჯერ ქულა არ აქვს აღებული და გუნდის 1/8 ფინალში გასვლის შანსი ძალიან მცირეა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ისტორიულ აფრებამდე კოსმონავტები ქართველის თამაშს უყურებდნენ

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით