"ბარსა" უემბლიზე კვლავ იგებს

4-10-2018, 01:12

ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურის შეხვედრაში კატალონიის "ბარსელონამ" სტუმრად ლონდონის "ტოტენჰემს" სძლია, ანგარიშით 2:4.

საინტერესოა, რომ ესპანელებმა ამ გამარჯვებით დადებითი სტატისტიკა კიდევ უფრო გააუმჯობესეს. კერძოდ, "ბარსას" უემბლიზე გამართული ყველა შეხვედრა მოგებული აქვს.

პირველად "ბლაუგრანამ" ინგლისის მთავარ სტადიონზე 1992 წლის ევროპის თასის ფინალში "სამპდორიას" სძლია. ამას 1999-00 წლების ჩემპიონთა ლიგაზე "არსენალის" დამარცხება მიაყოლა. 2011 წელს კი გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედს" აჯობა და ლიგის თასიც აღმართა.

შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შედეგად "ბარსას" ორი ტურის შემდგომ 6 ქულა აქვს და გუნდი პლეი-ოფის საგზურთან ძალიან ახლოსაა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით