კლოპი: "წაგება დავიმსახურეთ"

4-10-2018, 01:23

ცოტა ხნის წინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის მატჩი, რომელშიც "ნაპოლიმ" საკუთარ კედლებში "ლივერპულს" სძლია, ანგარიშით 1:0.

შეხვედრის შემდგომ მერსისაიდული კლუბის დამრიგებელმა, იურგენ კლოპმა განვლილ თამაშზე ისაუბრა.

"წაგება დავიმსახურეთ. რამდენიმე შანსი გვქონდა, თუმცა დაცვაში უყურადღებო თამაშმა საბოლოოდ ეს შედეგი მიგვაღებინა."

"სამწუხაროდ, დღეს არასწორი ტაქტიკა ავირჩიე. სამ ნახევარმცველს ბურთის კონტროლი უჭირდა. ამან კი მარცხი გამოიწვია."

"როდესაც დაცვიდან თამაშობ, ამისთვის კარგად უნდა იყო მზად. გრძელი გადაცემების გამო ბურთი არაერთხელ დავკარგეთ. ვეცდებით, მომავალში მსგავსი შეცდომები აღარ დავუშვათ." - განაცხადა კლოპმა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ისტორიულ აფრებამდე კოსმონავტები ქართველის თამაშს უყურებდნენ

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით