მილიკი ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ გაძარცვეს

4-10-2018, 14:54

გუშინ, ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს "ნაპოლი" და "ლივერპული" დაუპირისპირდნენ. მატჩის დასრულების შემდეგ, მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელი, არკადიუშ მილიკი სახლში ბრუნდებოდა. 

მას გზა მოტოციკლით გადაუჭრეს და ორმა პიროვნებამ გაძარცვა. როგორც გაირკვა, ახალგაზრდა შემტევს რამდენიმე ათასი ევროს ღირებულების საათი წაართვეს. 

პოლიციამ გამოძიება დაიწყო, თუმცა მათი ცხელკვალზე დაკავება ვერ მოხერხდა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით