რონალდინიომ ნეიმართან დაკავშირებით ისაუბრა

4-10-2018, 14:05

"ბარსელონას" ლეგენდარულმა ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდინიომ დღეს, კატალონიაში ყოფნისას, "Marca"-სთან ინტერვიში საკუთარ თანამემამულე ნეიმარზე ისაუბრა.

"ჩემი აზრით, ნეიმარს შეეძლო "ბლაუგრანას" ლეგენდა გამხდარიყო, მაგრამ ჩემთვის მთავარია, რომ ის დღეს ბედნიერია. ყოველთვის მაბედნიერებს ის ფაქტი, როცა ჩემი მეგობრები ბედნიერები არიან, მაგრამ უფრო მეტად გახარებული ვიქნები თუ ის "ბარსელონაში" დაბრუნდება. სინამდვილეში ვიცი, რომ ამის შანსი არ არსებობს", - თქვა ბრაზილიელმა კატალონიურ მედიასთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ რონალდინიომ ფეხბურთი პროფესიონალურ დონეზე ბოლოს 2015 წელს ითამაშა, რამდემინე თვის წინ კი კარიერა ოფიციალურად დაასრულა. ის მიღებულ გადაწყვეტილებას არ ნანობს.

"ამ დროისათვის ფეხბურთის თამაში არ მენატრება. თავს ძალიან კარგად და მშვიდად ვგრძნობ", - აღნიშნავს გაუჩო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კვირკველია: "რუსეთის ნაკრებში თამაშს მთავაზობდნენ"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით