კარლო ანჩელოტი: "გოლიც იდეალურ მომენტში გავიტანეთ"

4-10-2018, 15:14

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში "ნაპოლი" "ლივერპულს" დაუპირისპირდა და მეტოქე 1:0 დაამარცხა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი ლორენცო ინსინიემ გაიტანა და ნეაპოლელებს 3 ქულა მოაპოვებინა. 

"შესანიშნავი გამარჯვებაა. გოლიც იდეალურ მომენტში გავიტანეთ. თანაბრად ვითამაშეთ 90 წუთი და მეტოქის შეტევებსაც ვაკონტროლებდით. შეცვლებმაც გაამართლა, ვერდიმ და მერტენსმა აშკარად გააძლიერეს ჩვენი გუნდი. საერთოდ ყველა ფეხბურთელის კმაყოფილი ვარ", - განაცხადა კარლო ანჩელოტიმ. 

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ შეხვედრაში მერსისაიდული გრანდის ფეხბურთელი, ნაბი კეიტა მოედნიდან საკაცით გაიყვანეს, რომელსაც დიდი ალბათობით გული ტკივა. 

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ჯოკოვიჩმა ბასილაშვილი თბილად მოიკითხა. მისი თქმით..." - რას წერს საქართველოს საქმეთა რწმუნებული

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით