• 25-08-2023
    ჰენდერსონი პრემიერ ლიგის კლუბში გადასვლას უახლოვდება - არჩევანი ორ გუნდს შორის
    ჰენდერსონი პრემიერ ლიგის კლუბში გადასვლას უახლოვდება - არჩევანი ორ გუნდს შორის
    ავტორი
    Aa

    "ნოტინგემ ფორესტში" ჩატარებული კარგი სეზონის შემდეგ დინ ჰენდერსონი "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუბრუნდა, თუმცა ისევ წასვლა სურს.

    ინგლისელი მეკარის მიზანია იყოს პირველი მეკარე, რასაც "იუნაიტედში" ვერ შეძლებს, რადგან გუნდმა ანდრე ონანა შეიძინა.

    ფაბრისიო რომანოს ინფორმაციით ჰენდერსონის დამატება პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბს სურს და უკვე ფავორიტებიც გამოიკვეთნენ.

    ახალგაზრდა კიპერის დამატების ფავორიტები "კრისტალ პალასი" და "ნოტინგემ ფორესტი" არიან.

    ორივე შემთხვევაში განიხილება 1-წლიანი იჯარით, შემდგომში გამოსყიდვის უფლებით.

    Facebook კომენტარები