• 11-06-2023
    “მონპელიეს” მიქაუტაძის შეძენაზე უარის თქმა მოუწია? - საინტერესო ამბავი
    “მონპელიეს” მიქაუტაძის შეძენაზე უარის თქმა მოუწია? - საინტერესო ამბავი

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “მეცის” 22 წლის თავდამსმხელმა, გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 2-ში საოცარი სეზონი ჩაატარა.

    France Bleu-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მონპელიეს” ქართველი თავდამსხმელის შეძენა სურს, თუმცა ამისთვის ფინანსები არ ყოფნის.

    ფრანგულ სააგენტოსთან “მეცის” პრეზიდენტმა, ლორენ ნიკოლინმა ისაუბრა: 

    “მიქაუტაძე, მაჯა და კრასო? ამ სამი მოთამაშიდან 2 შემოგვთავაზეს. ერთ-ერთი მათგანს მიქაუტაძე გახლდათ, თუმცა სატრანსფერო ფასის გამო, ჩვენთვის მისი დამატება პრაქტიკულად შეუძლებელი აღმოჩნდა. რაც შეეხება მაჯას და კრასოს, მთავარია ფეხბურთელები ეფექტურები იყვნენ. მე აქ იმისთვის არ ვარ, რომ ფეხბურთელები მომეწონონ", - წერია სტატიაში.

    ცნობისთვის, “მეცი” გიორგის დაახლოებით 10-15 მილიონ ევროდ აფასებს.

    აქვე გეტყვით იმასაც, რომ 22 წლის თავდამსხმელმა გასულ სეზონში ჩატარებულ 39 შეხვედრაში 24 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. 

    Facebook კომენტარები