მჭედლიძემ შესაძლოა ანდორასთან მატჩი გამოტოვოს

4-10-2018, 22:48

საქართველოს ნაკრებისა და იტალიური "ემპოლის" 28 წლის ცენტრალური თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე კვლავ ტრავმირებულია.

იტალიური პრესის ცნობით, მას სერიოზული ტრავმა არ აწუხებს, თუმცა მთავარი მწვრთნელი იტალიის ჩემპიონატის მომდევნო ტურში, "რომასთან" არ ათამაშებს და მას რამდენიმე დღეა არ უვარჯიშია.

მოგეხსენებათ, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მჭედლიძე მოედანს "მილანთან" დაუბრუნდა.

"ლევან მჭედლიძეს ფეხის კუნთის ტრავმა კვლავ აწუხებს. ამჯერად ქართველის დაზიანება არაა სერიოზული, მაგრამ სამწუხაროდ, მისი აღდგენითი პროცესი რთული იქნება და არც ისე ცოტა დრო არ სჭირდება. მჭედლიძეს ბოლო დღეებია აღარ უვარჯიშია," – წერს  fantagazzetta.com

ვლადიმირ ვაისმა მჭედლიძე ერთა ლიგის მატჩებისთვის საქართვლოს ნაკრებში გამოიძახა. სავარაუდოდ, ამ მატჩებამდე ის მწყობრში იქნება, მაგრამ თუ თუმცა  fantagazzetta.com–ის სტატიას ვენდობით, მჭედლიძე ნაკრების დახმარებას ვერ შეძლებს.


 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით