რუსულმა პრესამ ოქრიაშვილი რონალდოსა და ბეილს შეადარა

5-10-2018, 10:29

ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში "კრასნოდარმა" შინ "სევილია" მიიღო და 2:1 დაამარცხა. მატჩის გმირი ქართველი ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი გახდა.

ოქრიაშვილი მოედანზე მატჩის მიწურულს შევიდა, როცა ანგარიში 1:1 იყო, ხოლო 88-ე წუთზე ულამაზესი მაკრატელა დარტყმით საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა.

რუსულმა პრესამ ოქრიაშვილის გენიალური გოლი რონალდოსა და ბეილის მიერ გასულ სეზონში გატანილ გოლებს შეადარა.

"რით არის იგი რონალდოსა და ბეილზე ნაკლები? შესვლიდან 4 წუთში გენიალური ბურთი გაიტანა", - ვკითხულობთ რუსულ პრესაში.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით