ზაზა ფაჩულიამ თბილისის “დინამო“ შეიძინა

5-10-2018, 14:09

“დეტროიტ პისტონსის” კალათბურთელმა, ზაზა ფაჩულიამ საკალათბურთო კლუბი თბილისის “დინამო“ და მისი საწვრთნელი ბაზა შეიძინა.

თბილისის “დინამოს“ აქამდე, 8 წლის განმავლობაში კლუბს საქართველოს ბანკი აფინანსებდა.

ამ თემაზე კომენტარი, თავად ზაზა ფაჩულიამ გააკეთა:

“მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს ბანკს იმ მხარდაჭერისთვის რაც ამდენი წლის განმავლობაში განახორციელეს საკალათბურთო კლუბ "დინამოს" განვითარებისთვის. აღსანიშნავია საქართველოს ბანკის წვლილი ზოგადად სპორტის და კალათბურთის ხელშეწყობაში“

“საკალათბურთო კლუბ "დინამოს" საწვრთნელ ბაზასთან ერთად ფლობა მოგვცემს საშუალებას ჩვენ ყველანი ერთად, თავდაუზოგავი შრომით შევეცადოთ, კიდევ ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა, პროფესიონალ კალათბურთელებად აღვზარდოთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა საქართველოს ბანკს, რომ ამდენი ხნის განმავლობაში უწევდა პატრონაჟს ამ გუნდს“.

როგორც, იცით ზაზა ფაჩულიას საქართველოში საკალათბურთო აკადეიმაც აქვს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით