ნიკო კოვაჩი: "ეს არ გვეკადრება"

5-10-2018, 18:34

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა გერმანულ მედიასთან "რეკორდმაისტერების" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 3 მოუგებელი მატჩი ამ გუნდს არ ეკადრება. 

"ხელების დაკაპიწების დრო მოვიდა. ზედიზედ სამი მატჩია აღარ გაგვიმარჯვია და ასეთი რამ არ გვეკადრება. მოვიდა დრო მთავარზე ვიფიქროთ. ისევე ლაღად უნდა ვითამაშოთ, როგორც საწყის ტურებში", - განაცხადა მან. 

შეგახსენებთ, რომ 6 ტურის შემდეგ, "ბაიერნს" 13 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა, ხოლო პირველ ადგილს "დორტმუნდი" იკავებს, რომელსაც 14 ქულა აქვს. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით