"ბაიერნის" ფეხბურთელებმა იქორწინეს

5-10-2018, 18:51

"ბაიერნის" ქალთა გუნდის ორმა ფეხბურთელმა იქორწინეს. ინფორმაცია გავლენიანმა გამოცემამ "Bild"-მა გაავრცელა. როგორც ირკვევა, კლაუდია ვან დენ ჰაილიგენბერგმა და ლუსი ვონკოვამ ერთმანეთთან ურთიერთობა შარშან დაიწყეს. 

ქორწილი მიუნხენთან ახლოს მდებარე ტბაზე გაიმართა, რომელშიც კლუბის ყველა მოთამაშე და მწვრთნელები იყვნენ მიწვეულები. ცნობილია, რომ ჰაილიგენბერგი ვონკოვას გვარზე გადავა. 

"რეკორდმაისტერის" ქალთა გუნდის ინსტაგრამისა და ტვიტერის ოფიციალურ გვერდებზე მილოცვები გამოქვეყნდა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით