ნეიმარმა პსჟ–ს პრეზიდენტი დაარწმუნა

5-10-2018, 22:07

გავრცელდა ინფორმაცია,რომ  ნეიმარს "პსჟ–სში" ფრანგი ნახევარმცველის პოლ პოგბას ტრნასფერი სურს.
 
მოგეხსენებათ ბოლო პერიოდია პოგბას "მანჩესტერიდან" შესაძლო წასვლის შესახებ ხშირად იწერება. როგორც  Goal.com–იიუწყება, სექტემბრის ბოლოს ნეიმარმა გუნდის უფროსობას ინგლისური კლუბიდან ფრანგის გადაბირება სთხოვა.
 
ნეიმარი და პოგბა ერთმანეთთან რამდენიმე წელიწადია მეგობრობენ. მათი კომუნიკაცია ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა 2016 წელს პოგბას "ბარსელონას" უკავშირებდნენ.
 
როგორც ცნობილია ნეიმარმა პსჟ–ს პრეზიდენტი ნასერ ელ–ჰელაიფი დაარწმუნა, რომ გუნდში პოლ პოგბას მისვლა კლუბს ახალ დონეზე აიყვანს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით