მიუნხენის "ბაიერნში" გეი ქორწინება შედგა

5-10-2018, 22:15

მიუნხენის "ბაიერნის" ქალთა გუნდის ორმა წარმომადგენელმა ჩეხმა ლუსი ვონკოვამ და ჰოლანდიელმა კლაუდია ვან დენ ჰეილიგენბერგმა იქორწინეს.

ორივე ეს ფეხბურთელი გერმანული ფეხბურთის გრანდს 2017 წელს შეუერთდა და მათი ურთიერთობაც მას შემდეგ გასცდა მხოლოდ საფეხბურთო მინდორის არეალს.

"ბაიერნმა" ჩეხსა და ჰოლანდიელ სპორტსემენებს გაბედნიერება თავისი ოფიციალური ტვიტერის გვერდის საშუალებით მიულოცა:

"გილოცავთ გაბედნიერებას და გისურვებთ ბედნიერებას სამომავლოდ", - ვკითხულობთ განცხადებაში.





კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით