"მილანი" "ოლიმპიკოსის" დამარცხებით ისტორიაში შევიდა

5-10-2018, 22:31

გუშინ, ევროპა ლიგის მეორე ტურში, "მილანმა"  სან-სიროზე "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა და ევროპული ფეხბურთის ისტორიაში შევიდა.

"როსონერიმ" თამაშის პირველი ნახევარი წააგო, თუმცა მეორე ტაიმში მეტოქეს სამი გოლი გაუტანა. ჯენარო გატუზოს შეცვლამ გაუმართლა - მეორე ტაიმში მოედანზე პატრიკ კუტრონე გამოჩნდა და დუბლი შეასრულა. "მილანი" ქულათა მაქსიმუმით ჯგუფის ლიდერია. 

აღნიშნული გამარჯვება, "როსონერისთვის" ევროსარბიელზე საიუბილეო, რიგით მე-200 აღმოჩნდა და "მილანი" გახდა მე-6 კლუბი, რომელმაც ევროტურნირებზე 200 ან მეტი მატჩის მოგება მოახერხა.

აქამდე, მსგავს წარმატებას მხოლოდ "რეალმა", "ბარსელონამ", "ბაიერნმა", "იუვენტუსმა" და "ლივერპულმა" მიაღწიეს. მათგა, ყველაზე მეტჯერ, 308-ჯერ მეტოქეები "რეალმა" და "ბარსელონამ" დაამარცხეს.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კვირკველია: "რუსეთის ნაკრებში თამაშს მთავაზობდნენ"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით