პირლოს დიდ ფეხბურთში დაბრუნება გადაწყვეტილია

5-10-2018, 21:25

იტალიის ნაკრების ყოფილი, ლეგენდალური ნახევარმცველი ანდრეა პირლო ფეხბურთში დაბრუნებას გეგმავს. მან ავსტრალიურ კლუბ "ავონდეილთან" მოლაპარაკება დაიწყო.
 
Fox Sports-ის ცნობით, "ავონდეილი", რომელსაც "სიდნეისთან" ავსტრალიის თასზე აქვს სათამაშო, პირლოს გადაბირებასთან ახლოსაა.
 
"ავონდეილმა" ვიქტორიის პრემიერ ლიგაში მესამე ადგილი დაიკავა და ქვეყნის თასის მეოთხედფინალში გავიდა. წინა რაუნდში ავონდეილმა დევონპორტი 4:1 გაანადგურა. გარდა ამისა, კლუბი ნაციონალური საფეხბურთო ლიგის ნახევარფინალშიც გავიდა. 

შეგახსენებთ, რომ "სკუადრა აძურას " ლეგენდამ ბოლოს 2017 წელს ნიუ-იორკ სიტის შემადგენლობაში ითამაშა, რის შემდეგაც კარიერა დაასრულა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

შესანიშნავი სიახლე - რა ეღირსა ხაშურს და ქართულ ფეხბურთს?

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით