პარუნაშვილი დანიაში კიდევ ერთხელ გამოარჩიეს

6-10-2018, 11:38

ქართველი ფეხბურთელი, ლაშა პარუნაშილი დანიაში "ესბიერგის" სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია ჩვენებურის კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. 

საგულისხმოა, რომ მან მესამედ მოახერხა ამ ჯილდოს მიღება. მან აქამდე ივლისსა და აგვისტოში შეძლო პირველობა და "ტრადიციას" არც ახლა უღალატა. 

მიმდინარე სეზონში 23 წლის ნახევარმცველმა დანიის სუპერლიგაში 11 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანა მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით