დიბალა:"ისინი ამ პლანეტიდან არ არიან"

6-10-2018, 12:55

ტურინის "იუვენტუსის" არგენტინელმა პაულო დიბალამ განაცხადა, რომ სურს, ადამიანთა შორის საუკეთესო გახდეს. რადგანა მისი თქმით, კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი უცხოპლანეტელები არიან.
 
"რონალდუში რამაც გამაკვირვა, ისაა, რომ  ის ძალიან უბრალოა. რასაც სოციალურ ქსელებში ხედავთ, სულ სხვა წარმოდგენას გიქმნით. ის სინამდვილეში  რადიკალურად  განსხავებულია, ბევრს მუშაობს, მუდმივად ვარჯიშობს და ძალიან მშვიდია, ყველა მოთამაშესთან ერთნაირად ხუმრობს.
 
ერთ დღესაც მესი და რონალდუ კარიერას დაასრულებენ, მაგრამ ისინი არაჩვეულებრივად მოქმედებენ. მესი და რონალდუ ნორმას არ შეესაბამებიან, ისინი ამ პლანეტიდან არ არიან, მე კი მსურს, რომ ადამიანთა შორის საუკეთესო გავხდე, - განაცხადა დიბალამ La Gazzetta dello Sport-თან

აქვე შეგახსენებთ, რომ პაულომ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში,  ექვს მატჩში  მხოლოდ 1 გოლის  გაიტანა მოახერხა.
 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კვირკველია: "რუსეთის ნაკრებში თამაშს მთავაზობდნენ"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით