უიქენდის 6 მატჩი, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ

27-02-2016, 01:08

საფეხბურთო პორტალი FOOTBALLNEWS.GE გთავაზობთ უიქენდის 6 გამორჩეულ მატჩს, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ.

"საუთჰემპტონი" - "ჩელსი" (შაბათი: 19:00)

"ჩელსიში" მომავალი მწვრთნელის საკითხი ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და არავინ იცი, როდის მოგვარდება ეს პრობლემა. წინა მატჩში, რომელიც სტემფორდ ბრიჯზე გაიმართა, "საუთჰემპტონმა" ჟოზე მოურინიოს შეგირდები 1-3 დაამარცხეს. გუს ჰიდინკის მოსვლის შემდეგ გუნდის თამაში ნამდვილად გამოსწორდა. მიუხედავად იმისა, რომ "არისტოკრატებმა" ჩემპიონთა ლიგის პირველი მატჩი "პსჟ"-სთან დათმეს (2-1), ისინი მაინც დამაჯერებლად გამოიყურებიან. თუმცა, სპეკულაციები მაინც არ წყდება იმისათან დაკავშირებით, რომ გუს ჰიდინკს სეზონის ბოლოს ანტონიო კონტე ან დიეგო სიმეონე ჩაანაცვლებს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში "საუთჰემპტონი" მე-6, ხოლო "ჩელსი" მე-12 ადგილს იკავებს.

ყურებადობის გარანტია: 70%  

"ვოლფსბურგი" - "ბაიერნი" (შაბათი: 18:30)

"ვოლფსბურგი" და "ბაიერნი" მიმდინარე სეზონში უკვე სამჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. 22 სექტემბრის მატჩამდე "მგლები" დაუმარცხებლები იყვნენ, თუმცა გამოჩნდა რობერტ ლევანდოვსკი, გაიტანა ხუთი ხოლი და მეტოქეს პირველი მარცხი ამწვნევინა. ერთადერთი გუნდი, რომელიც "ბაიერნს" კონკურენციას უწევს "დორტმუნდია", რომელიც მიუნხენლებს რვა ქულით ჩამორჩება. "ვოლფსბურგი" ევროტურნირზე მოსახვედრად იბრძვის. ბუნდესლიგის ცხრილის ამ ნაწილში საკმაოდ დაძაბული მდგომარეობაა, რადგან ბევრ გუნდს აქვს ხუთეულში მოხვედრის რეალური შანსი. "ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგის მატჩი გამართა "იუვენტუსის" წინააღმდეგ და საკმაოდ დიდი ენერგია დახარჯვა. მეტოქეს 0-2-დან საშუალება მისცა თამაშის შემოტრიალების და საბოლოოდ შეხვედრა 2-2 დასრულდა. ეს ფაქტორი შესაძლოა "ვოლფსბურგმა" თავის სასარგებლოდ გამოიყენოს და დადებით შედეგს მიაღწიონ.

ყურებადობის გარანტია: 72%  

"ბარსელონა" - "სევილია" (კვირა: 23:30)

ლა ლიგის მომდევნო ტურში "ბარსელონა" "სევილიას" კამპ ნოუზე უმასპინძლებს. როგორც წესი, კატალონიელებს ანდალუსიელებთან მუდმივად უჭირთ, თუმცა საკუთარ კედლებში შეიძლება ეს არც ითქვას. წინა შეხვედრაში "სევილიამ" საკუთარ მოედანზე მეტოქე 2-1 დაამარცხა. ორივე გუნდმა ევროტურნირებზე დამაჯერებლად იასპარეზეს. "ბლაუგრანა" "არსენალს" ესტუმრა ლონდონში, 0-2 დაამარცხა და თითქმის გაინაღდა მომდევნო ეტაპის საგზური. თავის მხრივ "სევილიამ" ევროპა ლიგის ორმატჩიან დაპირისპირებაში "მიოლდე" დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა, სადაც "ბაზელს" შეხვდება. ამ შეხვედრაში "ბარსელონას" რაფინია დააკლდება, ხოლო "სევილიას" დახმარებას ვერ შეძლებენ კრეხოვიაკი, პარეხა, ბანეგა და ანდრეოლი.

ყურებადობის გარანტია: 74%  

"იუვენტუსი" - "ინტერი" (კვირა: 23:45)

"იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ პირდაპირ დიდ შეხვედრას მართავს "ინტერის" წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ სეზონის დასაწყისში სერია ა-ს ცხრილის სათავეში მილანური კლუბი იყო, ახლა პირველ ადგილს "ბებერი ქალბატონი" იკავებს. მიუხედავად კარგი დასაწყისისა, "ინტერი" "იუვენტუსს" არც მეტი არც ნაკლები 10 ქულით ჩამორჩება. ტურინულმა კლუბმა "ბაიერნთან" მძიმე მატჩი გამართა, რამეთუ იტალიელები მეტოქესთან 0-2-ს აგებდნენ, თუმცა თამაშის შემოტრიალება მოახერხეს და საბოლოო შედეგი 2-2 დააფიქსირეს. ამ გუნდებს შორის მატჩი ყოველთვის დაძაბულობით გამოირჩევა და არც ეს უნდა იყოს გამონაკლისი.

ყურებადობის გარანტია: 93%  

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" (კვირა: 18:05)

ეს შეხვედრა პრემიერ ლიგის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დაპირისპირებაა. "არსენალი" 51 ქულით მესამე ადგილს იკავებს, ხოლო "მანჩესტერ იუნაიტედი" 41 ქულით მეხუთე ადგილს არის დაჯერებული. "მეთოფეებს" არც ისე კარგი პერიოდი უდგათ. არსენ ვენგერის შეგირდებმა ჯერ "ჰალ სიტის" ვერ გაუმკლავდნენ (0-0), ხოლო შემდეგ "ბარსელონასთან" დამარცხდნენ 0-2 და ფაქტობრივად ყველანაირი შანსი დაკარგეს შემდეგ ეტაპზე გასვლის. ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, პრემიერ ლიგა ახლა უკვე მათი მთავარი პრიორიტეტია. თავის მხრივ, "მანჩესტერმა" გუშინ გამართა ევროპა ლიგის მატჩი, სადაც "მიდტიულანდს" დაუპირისპირდა, ოლდ ტრაფორდზე 5-1 გაანადგურა და მერვედფინალის საგზური მოიპოვა. ოქსლეიდ-ჩემბერლენი და გაბრიელი "იუნაიტედთან" მატჩს გამოტოვებენ. ლუი ვან გაალსაც აქვს საკადრო პრობლემები. ჰოლანდიელ სპეციალისტს 14 ფეხბურთელი ვერ დაეხმარება.

ყურებადობის გარანტია: 95%  

"რეალი" - "ატლეტიკო" (შაბათი: 19:00)

ლა ლიგის 26-ე ტურში მადრიდული დერბი გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ "რეალი" პირველადგილოსან "ბარსელონას" ცხრა ქულით ჩამორჩება, სამეფო კლუბი ამ მატჩს დიდი მოტივაციით ხვდება, რადგან მეტოქე "ატლეტიკოა". აღნიშნულ მატჩში გუნდები მაქსიმუმს დებენ, რადგან ეს პრინციპული მატჩია, აქ მადრიდის ლიდერი კლუბის სახელი ირკვევა. ფეხბურთელებს მაინც სჯერათ, რომ პრიმერას მოგება მათ კვლავინდებურად შეუძლიათ და ნებისმიერ მატჩში გამარჯვებისთვის გავლენ მინდორზე. ბოლო მატჩი, რომელიც "რეალმა" "ატლეტიკოს" ლა ლიგაში მოუგი, იყო 2013 წელს. მას მერე უპირატესობა მეტოქის მხარესაა. აღსანიშნავია მადრიდული ფინალი 2014 წელს, სადაც "ატლეტიკო" ძალიან ახლოს იყო თასის აღმართვასთან, თუმცა ამ დროს "ბლანკოსს" რამოსი მოევლინა მშველელად. ორივე კლუბმა ევროთასებზე ასე თუ ისე წარმატებით იასპარეზეს. "რეალმა" გასვლაზე "რომა" დაამარცხა 0-2, ხოლო "ატლეტიკო" "პსვ"-ს ესტუმრა და შეხვედრა 0-0 დასრულდა. ასე რომ, წინ ძალიან დაძაბული და საინტერესო მატჩი გველოდება.

ყურებადობის გარანტია: 98% სპეციალურად FOOTBALLNEWS.GE-სთვის მამუკა მამულაშვილი!



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
17 სექტემბერი
-
17 სექტემბერი
-
მოგებული
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით