"იუვენტუსის" აქციების ფასი დაეცა

6-10-2018, 15:58

მოგეხსენებათ, მთელი კვირის განმავლობაში კრიშტიანუ რონალდუ პრესის მთავარი თემაა. როგორც მოგეხსენებათ, ამერიკელი ქალი კეტრინ მაიორგა სასამართლოში უჩივის და მას გაუპატიურებაში ადანაშაულებს.

საქმე ეხება 2009 წლის ღამეს, რომელიც ლას ვეგასში იყო. როგორც 34 წლის მაიორგამ გერმანულ Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა, რონალდუმ მას გაუპატიურების შემდეგ დუმილისთვის 370 000 დოლარი გადაუხადა.

როგორც მოგეხსენებათ, "ბებერი ქალბატონის" აქციები რონალდუს ტრანსფერის შემდეგ გამუდმებით იზრდებოდა, თუმც ამ ამბავმა ყველაფერი შეცვალა.
ბირჟაზე "იუვეს" აქციის ფასი დღეს 5%-ით დაეცა და 1,25 ევრო გახდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კვირკველია: "რუსეთის ნაკრებში თამაშს მთავაზობდნენ"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით