EA Sports-მა რონალდუს ფოტო წაშალა

6-10-2018, 16:11

როგორც მოგეხსენებათ, პორტუგალიელ კრიშტიანუ რონალდუ კეტრინ მაიორგა ბრალს გაუპატიურებაში დებს და სასამართლოში უჩივის.

საქმე 2009 წელს ლას-ვეგასში მომხდარ ინციდენტს ეხება. 34 წლის მაიორგას განცხადებით რონალდუმ მას გაუპატიურების შემდეგ დუმილის სანაცვლოდ 370 000 დოლარი გადაუხადა. „ბებერი ქალბატონის“ თავდამსხმელმა ბრალდებები სოციალურ ქსელში უარყო და გაუპატიურებას ამორალური დანაშაული უწოდა.

აღნიშნული ამბის გავრცელების შემდეგ რონალდუს არაერთი უსიამოვნება დაატყდა თავს. პრესაში არ წყდება ხმაური და "იუვენტუსის" ფორვავრდის შესახებ ახალ-ახალი ინფორმაციები ელვის სისწრაფით ვრცელდება.

როგორც მოგეხსენებათ, კრიშტიანუ პოპულარული თამაშის FIFA 19-ის სახეა. EA Sports-მა კი კრიშტიანუ რონალდუს ფოტო თავისი ოფიციალური ვებ გვერდიდან წაშალა.



100 dolarad dauwveboda nebismiers axla momindoma gamdidreba y....... Qala

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით