გიორგი ჭანტურია მინდორს დაუბრუნდა

6-10-2018, 16:17

უკვე დიდი ხანია საქართველოს ნაკრების წევრი და “ურალის“ შემტევი, გიორგი ჭანტურია ტრავმირებულია.

ცოტა ხნის წინ გიორგი ჭანტურიამ “ურალთან“ ერთად ვარჯიში უკვე განაახლა.

“დიდ ფეხბურთში დასაბრუნებლად აქტიურად ვემზადები, ფსიქოლოგიურად უკვე მზად ვარ“

“ძალიან რთულია, როცა 6 თვე ფეხბურთს ვერ თამაშობ, ამ ყველაფრის გადატანაში ჩემი ოჯახის წევრები და მეგობარი გოგონა დამეხმარა“

“გუნდთან ერთად უკვე ვვარჯიშობ და მალე თამაშის უფლებასაც მომცემენ“- განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით