რობერტო მანჩინიმ იტალიის ნაკრებში ბრაზილიელი ფეხბურთელი მიიწვია

6-10-2018, 19:42

იტალიური მედია იუწყება, რომ “სკუადრა აძურას“ მთავარმა მწვრთვნელმა, რობერტო მანჩინიმ “ნაპოლის“ ბრაზილიელ ფეხბურთელს, მარეკ ალანს იტალიის ნაკრებში თამაში შესთავაზა

იტალიელი კომენტატორის, კარლო ალვინოს ინფორმაციით, მარეკ ალანს წინაპარი იტალიელი ჰყავს, ამიტომ ის ადვილად შეძლებს იტალიის პასპორტის მიღებას.

მარეკ ალანს ბრაზილიის ახალგაზრდულ ნაკრებში 5 მატჩი აქვს ჩატარებული, მაგრამ ეროვნულ ნაკრებში არასდროს გამოუძახიათ.

ცოტა ხნის წინ, იტალიის ნაკრების მაისურით კიდევ ერთმა ბრაზილიელმა ჟორჟინიომ ითამაშა, რომელიც ამჟამად “ჩელსიში“ ასპარეზობს.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით