ჰუმელსი მზად არის "ბაიერნიდან" წავიდეს

6-10-2018, 23:57

გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელი, მატს ჰუმელსი "რეკორდმაისტერების" რიგების დატოვებას აპირებს. ამის შესახებ მან ადგილობრივ მედიასთან ისაუბრა. 

"მსურს ახალი გამოწვევები და მზად ვარ შეთავაზებები განვიხილო. "ბაიერნში" დიდებული წლები გავატარე და რა თქმა უნდა ამ გუნდის დატოვება გამიჭირდება", - განაცხადა მან. 

მატსი "ბაიერნის" ღირსებას 2016 წლიდან იცავს, კონტრაქტი კი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით