ნოიერი: "თავიდან კარგად დავიწყეთ"

7-10-2018, 02:01

მიუნხენის "ბაიერნის" კარისდარაჯმა, მანუელ ნოიერმა "მიუნხენგლადბახთან" წაგების შემდეგ განაცხადა და აღნიშნა, რომ თავის გუნდს მომენტების შექმნასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.
 
"ჩვენ თავიდან თამაში კარგად დავიწყეთ,მაგრამ  გოლი არაფრისგან გავუშვით და მეტოქეს უპირატესობა მიეცა. ამ გოლის შემდეგ თამაშში დომინირება არ შეგვეძლო.
 
ბევრი სახიფათო მომენტი არ გვქონია. აქამდე თუ მომენტების რეალიზაციის პრობლემა გვქონდა, ახლა უკვე მომენტებსაც ვეღარ ვქმნიდით. ეს არ იყო ბაიერნის დონე", - განაცხადა ნოიერმა Bild-თან.

აქვე შეგახსენებთ,რომ "ბაიერნი" შემდეგ მატჩს "ვოლსბურგის" გამართავს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით