გიორგი ხარაიშვილის მე-100 წუთზე გატანილმა გოლმა “გოტებორგს“ ქულა მოუტანა (ვიდეო)

7-10-2018, 11:03

შვედეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში გიორგი ხარაიშვილის "გეტებორგი" საკუთარ მოედანზე "ტრელებორგს“ დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

“გოტებორგი“ 99-ე წუთამდე აგებდა, ხოლო მე-100 წუთზე ქართველი ფეხბურთელის, გიორგი ხარაიშვილის გოლის წყალობით ანგარიში გაათანაბრა.

მატჩის შემდეგ გიორგი ხარაიშვილი საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

მიმდინარე სეზონში გიორგის 22 შეხვედრაში 7 გატანილი გოლი აქვს.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით