ხელჩართული ბრძოლა საქართველოს ჩემპიონატში (ვიდეო)

7-10-2018, 20:05

ამ წუთებში, გორში, თენგიზ ბურაჯანაძის სახელობის სტადიონზე “დილა“ ქუთაისის “ტორპედოს“ მასპინძლობს.

მატჩის 34-ე წუთზე, “ტორპედოს“ ფეხბურთელმა, მილოშ ლაჩნიმ და გორის “დილას“ მცველმა, გიორგი გადრანმა წითელი ბარათი მიიღო.

ერთ-ერთ ეპიზოდში, “დილას“ საჯარიმოში მილოშ ლაჩნიმ გადრანის წინააღმდეგ იუხეშა, ამ უკანასკნელმაც არ დააკლო და ხელჩართული ჩხუბი გაიმართა.

მსაჯმა ორივე ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენა.

ამ დროისთვის “დილასა“ და “ტორპედოს“ შორის შეხვედრაში ანგარიში არ გახსნილა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით